თეგებით ძიება

ახლა მე ვიტყვი იმას, რაც საჯაროდ, მგონი, არავის უთქვამს - ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში ჰყვება მისი და მეგობრის დიალოგს.

"ერთ ძველ მეგობართან, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, გადაძახილი მქონდა გუშინ!..
უკრაინაზეც გავცვალეთ აზრები და...
ახლა მე ვიტყვი იმას, რაც საჯაროდ, მგონი, არავის უთქვამს!
თუ ვაშინგტონს და ბრიუსელს ფხა და შნო ეყოფათ, მომიტევეთ და, ჩვენ ძალიანაც გვაწყობს ომი უკრაინაში!..
ჰო, არ მოგესმათ! გვაწყობს! გვინდა! გვინდა იმ დაშვებით, რომ ვაშინგტონს ეყოფა შნო, ფხა და მარიფათი და... რუსეთს უკრაინას არ დააჩაგვრინებს!..
გაბრაზდება, გახელდება და პუტინს თავის ადგილზე მოსვამს!.. ხოლო მოსმა იქნება უკრაინის! მიღება ალიანსში დაჩქარებული წესით... იქ - მადრიდში!
აი, მერე, "დაჟე" არაადეკვატური კობახიძეც კი ვერაფერს უზამს საქართველოს! დააპირებს და მიიღებს კისტის თოფს თუ ჩაზაინს - გადატენილს წამლით, რასაც, ცხადია, არც ვურჩევ და არც ვუსურვებ!..
მაგრამ, აქამდე, საქმე, რა თქმა უნდა, არ მივა!
ჩამოვლენ ჯონი, მაიკლი, ჯები, ჯორჯი... ლარი და კიდევ სხვები და, იტყვიან:
დადგა დრო! საქართველოს მიღებისა!
ოღონდ, უკრაინას მივუბრუნდეთ ახლა და! ომს კიდევ!
ომი უკრაინაში გვაწყობს! თუ... თუ... ომს ეს შედეგი მოჰყვება!
მოჰყვება თუ არა?.. მოჰყვება თუ თხებივით გაგვყიდიან?
არ ვიცის არ ვიტყვი!
ვიცი!
არ გაგვყიდიან!" - წერს ჟურნალისტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა