თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება.

ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

საქმეზე სააკაშვილთან ერთად 4 პირია დაკავებული - მათ შორის ელგუჯა ცომაია. შოთაძის უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ცომაიას კუთვნილი ტრაილერით შემოვიდა საქართველოში.

სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან ასევე მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა