ფსიქოტროპული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე - პასუხისგებაში 5 პირი მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა პირები, რომლებიც მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 4 ფაქტი გამოვლინდა რაზედაც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 5 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე შევიდა ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.