ხარაგაულში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ხარაგაულში უბედური შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა. სოფელ ვერტყვიჭალაში რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა.
ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ, წინასწარი ვარაუდით კი შემთხვევა დიდთოვლობამ გამოიწვია.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქეა.