თეგებით ძიება

გაურკვეველი ადამიანები მონდომებით იწერდნენ პირჯვარს და ზეპირად კითხულობდნენ “მამაო ჩვენოს” - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ყვება ამბავს, რომელცი ამერიკაში მოხდა.

„გუშინ დალასში, ტეხასელებმა ტრამპს დაუსტვინეს და დასცინეს; ტეხასელებმა, ტრამპს. მიზეზი: – პრეზიდენტმა აუდიტორიას უთხრა, რომ ვაქცინის “ბუსტერ”-დოზა გაიკეთა და მათაც მოუწოდა აცრისათვის. ტრამპს თავისუფლად შეეძლო ისტორიაში შესულიყო როგორც მსოფლიოსათვის კოვიდ-ვაქცინის უმოკლეს ვადაში შექმნის მეთაური, მაგრამ იდიოტი სამედიცინო მრჩევლებისა და საკუთარი ავყიობის წყალობით მისივე “მრევლი” ანტივაქსერობის დამღუპველი თეორიით მოწამლა. გულუბრყვილო, რიგითი რესპუბლიკელისათვის ანტივაქსერობა იქცა პროტესტის სიმბოლოდ პოლიტიკური “ისტაბლიშმენტის”, სახელმწიფოს ძალადობის წინააღმდეგ. სახელმწიფო კი ამჯერად მათთვის დემოკრატებთან ასოცირდება მხოლოდ. აბსოლუტური უაზრობაა ურყევ რესპუბლიკელებთან კამათი ვაქცინაციაზე. მათთვის ვაქცინა მედიცინასთან არ ასოცირდება, შესაბამისად, ყველანაირი პროფესიონალური მოსაზრება უძლურია მათ გადასარწმუნებლად.მახსოვს, 90-იანებში, ქართული ეროვნული მოძრაობის დასაწყისში როგორ იქცა რელიგია სახელმწიფოს მიმართ პროტესტის სიმბოლოდ. რელიგიაში აბსოლუტურად გაურკვეველი ადამიანები მონდომებით იწერდნენ პირჯვარს და ზეპირად კითხულობდნენ “მამაო ჩვენოს”, მაგრამ ამ ყველაფერს რელიგიასთან და რელიგიურობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.ამჟამადაც დაახლოებით იგივე პროცესი მიმდინარეობს საქართველოში. დაპირისპირებული მხარეები საკუთარ ღირებულებებს იმდენად ასიმბოლურებენ და შემდეგ პიროვნებებში განასხეულებენ, რომ სრულიად შეუძლებელს ხდიან ლოგიკურ მსჯელობას და ამის საფუძველზე შეხების წერტილების მოძებნას. ამიტომ არის ქართული საზოგადოების ამპლიტუდა სრულიად დაცლილი გონიერი პრაგმატიზმისაგან და უკიდურეს აგრესიასა და უკიდურეს სასოწარკვეთას შორის მერყეობს.კოვიდის თემას რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში ამერიკისგან განსხვავებით ვაქცინაცია არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური ძალის სიმბოლიკას. ანტივაქსერული განწყობა დაახლოებით თანაბარია საზოგადოების ორივე სპექტრში.პარადოქსულია რომ ქართულმა საზოგადოებამ ასეთი აბსურდული შეხების წერტილი მოძებნა; წერტილი, რომელსაც ორივე მხარე თვითგანადგურებისაკენ მიჰყავს; თუმცა იქნებ სწორედ ამაშია ლოგიკა …“ – წერს ზურაბ გურული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა