რამაზ გერლიანი პოლიციამ სურამის ტყესთან ცოცხალი იპოვა
ეკონომიკის ექსპერტი, რამაზ გერლიანი იპოვეს.
-დაგეგმილი მქონდა სიკვდილთან შეხვედრა, პოლიციამ მომისწრო, – განაცხადა გერლიანმა გამოკითხვის შემდეგ.
ამბობს, რომ 3 დღის განმავლობაში ძირითადად სურამში და სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა.
-მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე, – განაცხადა გერლიანმა.