კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი, ხოლო 3 767 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 918 641-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 873 178 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 289 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,98%, ბოლო 14 დღის - 6,43%, ბოლო 7 დღის - 5,94%.