თეგებით ძიება
23. 12. 2021 COVID - 19

„ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

"ეპიდემიოლოგიური სურათი ბუნებრივია უაღრესად საყურადღებო რჩება, თუმცა, იმედისმომცემია ის კლების ტენდენცია, რომელიც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა გავრცელებულ "დელტა" შტამთან მიმართებაში.

ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც "ომიკრონზეა" საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება ",- განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა