თეგებით ძიება

"მუჰამადი მაგრად დათვრა. გაიპრო*ა ბოლომდე. ახლა თბილისში მოვდივართ და უთხარი, რომ პარკით თოვლის წამოღებას აზრი არ აქვს" - ბექა ყორშია

"მთავარის" ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი ერთი ძველი არაბი ნაცნობი ჩამოვიდა კატარიდან სპეციალურად თოვლის სანახავად. ახლა მძღოლთან ერთადაა ბაკურიანში, ან გუდაურში, ან სადმე ეგეთ ადგილას, ზუსტად არ ვიცი. ჰოდა, 5 წუთის წინ მირეკავს მძღოლი:
- ბექა, მუჰამადი მაგრად დათვრა. გაიპროჭა ბოლომდე. ახლა თბილისში მოვდივართ და თუ ძმა ხარ, აუხსენი, რომ პარკით თოვლის წამოღებას აზრი არ აქვს და გზაში დადნება. - ტელეფონს აწვდის მუჰამადს.
- ალო, ბიქა.
- მუჰამად, მძღოლმა მითხრა, რომ პარკით აპირებ თოვლის წამოღებას.
- დიახ, ვაპირებ. - მპასუხობს.
- ჰოდა, იცი, რა უნდა ქნა ? მძღოლს ჩაართვევინე კონდინციონერი რო მანქანაში მოყინოს და გზაში არ დაგიდნეს.
- მაგაზე არ მიფიქრია, კარგი მითხარი...
ვაიმე, ახლა მურთაზის სახე დამანახა", - წერს ყორშია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა