თეგებით ძიება

7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო სხდომა 24 იანვარს გაგრძელდება

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას 24 იანვარს, 12:00 საათზე გააგრძელებს.

დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა 7 ნოემბრის ამსახველი მოვლენების ვიდეო-კადრები აჩვენეს და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის დამტკიცება სცადეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეს გამოკვლეული არც ერთი ვიდეო სააკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააკაშვილის ბრალეულობა დასტურდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა