თეგებით ძიება

"ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა... ნეტა მასაც მოეკლა თავიო..." - რას ამბობს ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ემიგრანტების არხის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ წერს:

"ნეტა მასაც მოეკლა თავიო,დავიღუპე,როგორ ვიცხოვრო, მომეხმარეთო, რა ქნას, რომელ დედას, მით უმეტეს ემიგრანტ დედას უნდა ესეთი რამ გადახდეს, არავის ვუსურვებ მასეთ მომავალს, არ ვიცი რა ვუთხრა, არ მაქვს სიტყვები, ვტირი მასთან ერთად, ვაიმე ია როგორ მეცოდები რა გითხრა სულ აქებდა თავის რძალს ძალიან კარგი გოგოაო უყვართ ერთმანეთიო და გიხაროდა, რით გაგამხნეო არ ვიცი ვტირი და ვიზიარებ ღმერთო რა მოხდა არ ვიცი... ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა... ძალიან უყვარდა გოგას ქეთა, საოცარი სიყვარულის მომსწრე ვიყავი, ეს რა მოხდა, გოგას დედა დღეს მიფრინავს იტალიიდან, ემიგრანტ დედას დაენგრა ოჯახი თავზე, ქეთა... "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს", - წერს სიხარულიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა