თეგებით ძიება
23. 12. 2021 COVID - 19

ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ – თამარ გაბუნია კლუბების გახსნაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არ არის ისეთი თამამი გადაწყვეტილებების დრო, როგორიც კლუბების გახსნაა.

"ამ პირობებში, როდესაც ჩვენ "ომიკრონის" ტალღას ველოდებით, ვადევნებთ თვალს ევროპაში როგორ მკაცრდება ყოველდღე მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით. ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება დავუშვათ ახალი გახსნები, მაგალითად, კლუბებთან მიმართებაში. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც "ომიკრონის" რისკი ძალიან რეალურია. ცოტა დრო გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს, როგორც გართობის, ისე სოციალური და სხვა აქტივობის მიმართულებას. რისკი "ომიკრონს" უკავშირდება, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ დამატებითი შეზღუდვების გაიოლებისგან - საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაც ამგვარია",- აღნიშნავს გაბუნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა