თეგებით ძიება

"კობა დავითაშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სამსახურიდან გააგდეს... მიგეცათ სამსახური" - თამო კეშელავა პრეზიდენტს

ჟურნალისტი, თამო კეშელავა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:

"პრეზიდენტმა კობა დავითაშვილის ოჯახი მიიწვია საახალწლო ნაძვის ხესთან, იმ ჯილდოს გადასაცემად, რომელიც გარდაცვალებიდან ლამის ერთი წლის მერე, 7 ნოემბერს "გამოუწერა" კობას და უთხრა:
"დღეს კობა დავითაშვილი აქ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ეროვნული თანხმობის პროცესის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა"
პრეზიდენტო, კობა 15 წლის წინ კი არ გარდაცვლილა, 2020 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სამსახურიდან გააგდეს და სანამ საჯარო წერილი არ დაწერა, წამლის ფული არ მაქვს და ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირულიო, ყური არ გაგიბარტყუნებიათ. (მერე აღადგინეს, თურმე). ხოდა, აგეყვანათ მრჩევლად კობა, სანამ ცოცხალი იყო, არ იყავით 2020 წლამდე თქვენ მაგ სკამში ჩამჯდარი??? მიგეცათ სამსახური, დაგეყენებიათ გვერდით, თუ დადგებოდა კობა თქვენ გვერდით, თუ აიტანდით მის ნათქვამ მწარე სიტყვებს.
კობას ოჯახს რომ ეუბნებით, კობა რომ ცოცხალი იყოს, ჩემ გვერდით იქნებოდაო, იქნებ მიიხედ-მოიხედოთ, სხვა პრობლემას ვერ ხედავთ კობას გარდაცვალებაში?
ან, რა იცით, რას იტყოდა კობა დღეს?
დღეს რომ კობა ცოცხალი ყოფილიყო, ზუსტად ვიცი, საჯაროდ თუ არა, პირადად, 10 წინადადებაში მინიმუმ 5 ჯერ შეგაგინებდათ მთელ ხროვას!
მედალი მიეცით იმის გამო, 7 ნოემბერს რომ სცემეს? მეტი არაფერი გაუკეთებია კობას ცხოვრების მანძილზე? თქვენთვის კობა მხოლოდ ნაცემი კობაა? მედალი მიეცით, 7 ნოემბერს რომ გცემეს და მოკვდიო? არა, 7 ნოემბრის და კობას ცემის საქმეზე გამოძიება დაასრულეთ და კომპენსაცია მიეცით მის ოჯახს, მედლის მისაცემ მიზეზს კი იპოვით, თუ დაფიქრდებით!
7 ნოემბერს "გამოუწერეთ" მედალი 7 ნოემბერს რომ სცემეს იმ საქმეზე, გარდაცვლილ კობას და ოჯახი დაიბარეთ საახალწლო ბაძვის ხესთან მის გადასაცემად? მანამდე არ გეცალათ?
ნაცემი კობას ფოტო არ დადეთ ნაძვის ხესთან?
ვინ ხართ, მართლა საიდან მოხვედით, რა ხართ, რა დაგდით ძარღვებში.
ერთი 51-ე სკოლის დირექტორისგან მოვისმინე - დათუნა რომ ცოცხალი ყოფილი, გეტყოდათ, როგორ ვუყვარდიო და მეორე - თქვენ ამტკიცებთ, კობა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მხარს დამიჭერდაო...
რაც იმ დირექტორს ვუპასუხე, იგივეს გიპასუხებთ:
-ცოცხალი იყოს, ქალი, ნეტაი, და ვინ კითხულობს შენ სიყვარულს?
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის სიტყვების მერე განმარტა - კობას ეს ჯილდო "სიკვდილის შემდეგ გადაეცაო".
გარდაცვალების მერეო მაინც დაგეწერათ...
თუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ კობა არ გარდაცვლილა და მოკვდა?
თქვენ გულებში ჩაიხედეთ, ყველამ კარგად იცით, რასაც ამბობდა კობა თქვენზე და რასაც იტყოდა!", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა