ეპიდსიტუაცია საქართველოში კვლავ რჩება სერიოზული - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აცრისაკენ მოუწოდებს.
„ეპიდსიტუაცია საქართველოში კვლავ რჩება სერიოზული, თუმცა ბოლო დღეებში მიღწეულია გარკვეული სტაბილიზაცია. ახლოვდება ახალი წელი, ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე ძნელია კოვიდრეგულაციების დაცვა. ალბათ არ მოიმატებს ამ დღეებში ვაქცინაციაზე მოსულთა რიცხვი, რომც მოიმატოს ორ კვირაში ჩვენ ვერ მივაღწევთ სრულ ვაქცინაციას. ამიტომ მთავარი, რამაც უნდა გვიშველოს და გადაგვარჩინოს განსაკუთრებით „ომიკრონისგან“ გამოწვეული სწრაფი მატებისგან ეს არის პირბადეები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.