კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი, ხოლო 3 076 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 920 617-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 876 254 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 367 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,59%, ბოლო 14 დღის - 6,26%, ბოლო 7 დღის - 5,64%.