ცოლის მკვლელობა შვილის თანდასწრებით - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ, გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება გუშინ წარუდგინა.