თეგებით ძიება

"ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიასო… ეს ხო ზღაპარია" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება აცრილი დედამიწაზე კორონავირუსი "არ დაგვანებებს თავს".

”ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას… “ ასეთი სათაურები წალექა ქართული ინტერნეტი…. ეს ხო ზღაპარია, და გულში ყველა ვიცით რომ ეს ზღაპარია მაგრამ არ გვინდა რომ დავიჯეროთ და მივიღოთ რეალობა…

ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და რეალობას შევხედოთ თვალებში … ეს ვერაგი არსად არ მიდის და არც აპირებს წასვლას … ადაპტაცია უნდა განიცადოს ჩვენ დღევანდელმა ცხოვრებამ… არ უნდა ველოდოთ “ძველებურ ცხოვრებას”, უნდა შევეგუოთ რომ ის არის ჩვენთან ერთად და ვიყოთ მასზე უფრო ჭკვიანები … ჯერჯერობით ის უფრო ჭკვიანია…

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება აცრილი დედამიწაზე ეს ვირუსი არ დაგვანებებს თავს… ეს არის რეალობა … ეს არის ფაქტი … თავს ნუ ვიტყუებთ.

ვისაც გინდათ “რუსული რულეტკის” თამაში რავი თქვენი გადასაწყვეტია ოღონდ სხვებს რატომ ითრევთ თქვენს თამაში ?!", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა