თეგებით ძიება

"5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში, რა სტაბილურობაზეა საუბარი" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 5 პრემიერ-მინისტრი და 5 პარლამენტის თავმჯდომარე შეიცვალა 9 წლის განმავლობაში და გაუგებარია ქვეყანაში რა სტაბილურობაზეა საუბარი.

"5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე, რა ეკონომიკურ პროგრამებზე, რა ინვესტიციაზე და რა სამუშაო ადგილებზე? რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის პროგრამა, სად არის ანგარიში? სად არის პასუხისმგებლობა?არაფერი ასეთი!

ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ...

ბრძოლა გრძელდება!

ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად", — წერს ხაზარაძე ფეისბუქგვერდზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა