თეგებით ძიება

"დაუშვებელია ადვოკატის გაიგივება კლიენტთან" - გვიშიანი ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატზე წერს

ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების მხრიდან ადვოკატზე თავდასხმას ეხმიანება:

"მინდა გამოვეხმაურო თბილისში მომხდარ სასტიკი მკველობის ფაქტს (ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობა).
აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების თავდასხმისა და არნახული შეურაცხოფის ობიექტია ბრალდებულის ადვოკატი.
რა თქმა უნდა მომხდარ ფაქტს არანაირი ფორმით გამართლება არ გააჩნია, მაგრამ სქმწუხაროა ის მოცემულობა რომ ჩვენი საზოგადოება ოდნავაც ვერ გაიზარდა სამართლებრივად და მორალურად.
მინდა მივმართო იმ პირებს ვინც აკრიტიკებს ადვოკატს, რომ:
1. დაუშვებელია ადვოკატის გაიგივება კლიენტთან;
2. ადვოკატი ამ შემთხვევაში იცავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის კანონიერ ინტერესებს და ეს არ ნიშნავს, რომ ამართლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო, დანაშაულებრივ ქმედებას (რასაც საბოლოოდ სასამართლო დაადგენს).
3. ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა ბრალდებული იყოს ფქიქიკურად დაავადებული (რა დროსაც პირი ვერ აცნობიერებს მის ქმედებებს და არ შეუძლია კონტროლი გაუწიოს მას).
4. ამ შემთხევაში ადვოკატი წარმოადგენს საზოგადოებრივ ადვოკატს და სავალდებულოა მისი მხრიდან ადვოკატირება (რადგანაც დანაშაული ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას).
საქმეში ჩართული ადვოკატი არის ღირსეული ადამიანი და მისი საქმის პროფესიონალი, მასაც ჰყავს შვილი და იქნებ დაფიქრთედ კრიტიკის დაწყებამდე თუ რა ზიანს აყენებთ ამ ადამიანს", - წერს გვიშიანი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა