თეგებით ძიება
25. 12. 2021 COVID - 19

კლუბები არ უნდა გაიხსნას - თენგიზ ცერცვაძე

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ღამის კლუბები არ უნდა გაიხსნას.

"ამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, კლუბები არ უნდა გაიხსნას. ღამის კლუბი არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება. შესაძლოა მკითხოთ, სხვა დაწესებულებები თუკი მუშაობს: მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები, სტადიონები გაიხსნა, მაშინ ღამის კლუბებმა რა დააშავეს? ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია? - არა!

ღამის კლუბი სიახლოვისთვისაა შექმნილი, იმისთვის, რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ახლოს იგრძნონ თავი. სამწუხაროდ, ეს კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა