თეგებით ძიება

უხერხული ხომ არაა, სიმღერა “ოცდახუთსა დეკემბერსა” გვქონდეს და შობას 7 იანვარს აღვნიშნავდეთ?! ” – გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ივდო ოტობარი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს:

“ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯერ შობა უნდა იყოს და შემდეგ ახალი წელი.

ამავე მიზეზით 14 იანვარი უფრო მეძვირფასებოდა.

მერე რაღაცები გადავაფასე.

უხერხული ხომ არაა, სიმღერა “ოცდახუთსა დეკემბერსა” გვქონდეს და შობას 7 იანვარს აღვნიშნავდეთ?!

მით უმეტეს, კალენდრის ამ ცვლილებას საქართველოში ჩვენი “ერთმორწმუნე ძმის” ნება უფრო ედო საფუძვლად, ვიდრე რელიგიური სარჩული.

მჯერა, საქართველოს პატრიარქი ამბროსი ხელაია იმ პერიოდში თავიდან რომ არ მოეშორებინათ, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა.

პოსტი დასაფიქრებლადაა და არა იმისთვის, რომ აუცილებლად ჩემი აზრია სწორი.

შობას გილოცავთ!

მთავარია, ერთმანეთი მეტად გვიყვარდეს და გვიხაროდეს

სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ“, – წერს ივდო ოტობარი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა