თეგებით ძიება

დედა რომელიც მოატყუეს, მკვდრად გამოუცხადეს შვილი, მაგრამ 40 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ

ფეისბუქის მომხმარებელი, ლელა ნანობაშვილი ჯგუფში "ვეძებ" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მოყოლილია როგორ მაოტყუეს დედამისი და როგორი იპოვეს ერთმანეთი 40 წლის შემდეგ. პოსტს tia.ge უცვლელად გთავაზობთ

"არ ვიცი, სიტყვებით ვერ ავღწერ როგორი ბედნიერი ვარ. დამიდგა წუთები როდესაც შევხვდი და გულში ჩავიკარი ჩემი დედა, ჩემი გული და სული, ჩემი უთბილესი, ჩემი უტკბილესი, ჩემთვის ამდენი ხნის ნანატრი დედა.დედა რომელიც მოატყუეს, რომელსაც თავისი უსუსური შვილი გულიდან მოგლიჯეს, მკვდრად გამოუცხადეს და დატოვეს ასე შვილ მკვდარი დედის სახელით. დედა რომელიც ვერ დააჯერეს შვილის სიკვდილით, დედა რომელიც თვალებით ყველგან ეძებდა თავის ვითომდა მკვდარ შვილს .ასეა დედის გული არასდროს ცდება და აი 40 წლის შემდეგ უფლის და დედაღვთისმშობლის ნებით დაგვიდგა ეს ნანატრი წუთი რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე ჩემი გულის და სულის ნაწილი, ჩემი ემიგრანტი ტყუპისცალი, რომელთანაც მხოლოდ მანძილი მაშორებს, ჩემი თამოოო სიტყვებს ვერ ვპოულობ მეგობრებო. მიყვარხარ დ ე დ ა მადლობა ამ ჯგუფის თითოეულ წევრს და ამ ჯგუფის დამფუძნებელ თამუნა მუსერიძეს. ყველას გისურვებთ წარმატებას "


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა