თეგებით ძიება

"სირცხვილია…. სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე ლექსიკონში..." - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ "იმდენად დაბალხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებებია საქართველოში, რომ მინიმალურ უფასო და ნებაყოფლობით თვითშეფასებასაც ვერ გადიან".

"2022 წელი...რომელი სამედიცინო დაწესებულება ფიქრობს, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია?!
ვის აქვს პრეტენზია 5-ვარსკვლავიან ხარისხზე?!
ვინ აპირებს, აჩვენოს საკუთარი თავი, საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარ საზოგადოებას და საკუთარ ქვეყანას, რომ არის ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულება და არის აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება?!
2022 წლის განაცხადები ჯერ არ შემოსულა არც აკრედიტაციაზე და არც თვითშეფასების ვარსკვლავებზე!
ფაქტია, რომ იმდენად დაბალხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებებია საქართველოში, რომ მინიმალურ უფასო და ნებაყოფლობით თვითშეფასებასაც ვერ გადიან!
სირცხვილია…. სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე ლექსიკონში... კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა