თეგებით ძიება

"მოსახლეობის 30% უკვე ვირუსგადატანილია და გამოჯანმრთელებულია" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დაახლოებით 20 ათასამდე ტესტირებულიდან ინფექცია დაუდასტურდა მაქსიმუმ 5%ს ანუ ინფექციურობის მაჩვენებელია 5%
გერმანიაში ეს მაჩვენებელია 18,55%
მოსახლეობის დაახლოებით 30% უკვე ჰქონდა კორონა, თითქმის ერთ მილიონ ადამიანს.
ეს დადასტურებულად.
მიუხედავად იმისა თუ რამდენი ათასი ახალინფიცირებულია და უახლესი მონაცემით ახალინფიცირებული 986 პაციენტია,
გარდაცვალება რჩება მაღალი და განსაკუთრებით კი არასარისკო ჯგუფის და არაასაკოვნების გარდაცვალებაა მაღალი
ამ ყველაფრის მერე მიზეზის ძიება კიარა, ამაზე დისკუსიაც კი არაა.
გასული წლის აპრილიდან ვცდილობ როგორმე დაგარწმუნოთ, რომ
ჯანდაცვას უნდა მართვა და ჰიგიენის შემოწმება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ანალიზი, პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
ვერ იქნება ვერაფრით აცრა და მხოლოდ აცრა ყველაფრის მიზეზიც და პრობლემის გადამწყვეტი - აცრა მხოლოდ ერთი ასპექტია.
გადამწყვეტია იმათი გამოცხადება პაციენტად, ვინც მართლა პაციენტია და მერე ამ პაციენტის მოვლა.
წელიწადნახევარია ამაზე დისკუსიაც კიარაა და არამარტო ვინმე ერთი ექიმის ნათქვამის გამო კიარა, თავად აწ წარსულმა ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, თუ სად იყო და არის სისტემური მიზეზი
და მაინც
რეაქცია ნულია.
ასეული მილიონები იყრება კიარა, ილექება კლინიკების და ლაბორატორიების შემოსავალგადაუხდელ ანგარიშებზე და შედეგი სახეზეა.
რათქმაუნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი.
ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და
ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ მოსახლეობის 30% უკვე ვირუსგადატანილია და გამოჯანმრთელებულია", - წერს ფრანგიშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა