თეგებით ძიება

"ქმარი რომ ცოლს ბიჩოკებს აწვავს, ერთი-ორ ბრიტვასაც გაუსლიკინებს" - ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა პრეზიდენტის მხრიდან წამოწყებულ პოლიტიკური შერიგების ინიციატივას ეხმიანება და წერს:

"შენადა, ეს შერიგება იმას გავს, ქმარი რომ ცოლს ბიჩოკებს აწვავს, ერთი-ორ ბრიტვასაც გაუსლიკინებს, მერე ცოლი მთელი ცხოვრება "აი აქამდინა და აქამდინა" ძაძებში დადის,რომ შრამები საგულდაგულოდ დამალოს, რამდენჯერაც გაშორებას დააპირებს, თავ-პირ დასისხლიანებულს დედა და დედამთილი
"თავს ევლებიან" - ჩუ, დედა შეურიგდი, რა უჭირს კაცია, ხან ისე იქნება, ხან ასე, ხალხი რას იტყვის?
დილა მშვიდობისა ერო
ხან ისე იქნება, ხან ასე.....
თავმოყვარეობა რომელ "პავაროტში" დატოვეთ?
ექსკუზემუა....", - წერს მოროშკინა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა