თეგებით ძიება

თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადავა - რატი ბრეგვაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექნება, ის პროტოკოლისამებრ, გლდანის მე-18 ციხეში მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადავა.

„ზოგადად ეს ასეა მიღებული ყველა პატიმართან მიმართებაში, რომ თუ კი შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემა შეიქმნას, არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე პატიმარი, სააკაშვილიც წინა შემთხვევის მსგავსად მე -18 დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. წინა გადაყვანისას საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია გლდანის ჰოსპიტალში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებაში ვრცელდება. ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არ არის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა