თეგებით ძიება

"ხალხი აუცრელია, კორონა გაჯეჯილებულია, სიცოცხლეები მიდის, ყველა ოფიციალური პირი ადგილზეა..." - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც მთავრობის მიერ დადგენილ ვაქცინაციის გეგმას აკრიტიკებს.

"ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის გასაჯაროების პირველივე დღიდან ამბობდა, ვაქცინაციის გეგმა "სადღეგრძელოა", ვერ შესრულდება, გაგვაცანით საზოგადოებას გეგმის დამწერი "მითიური" 82 ექსპერტი, გეგმა კი თავიდან და ნამდვილი სპეციალისტების მიერაა დასაწერიო! მაშინ გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭო და მთელი ოფიციოზი გეგმას აქებდა და ფხაკაძეს ლანძღავდა. ამდენი დრო გავიდა. წინასწარმეტყველება ახდა და ოფიციოზიც ფხაკაძის ენაზე ალაპარაკდა. შედეგი: ხალხი აუცრელია, კორონა გაჯეჯილებულია, სიცოცხლეები მიდის, ყველა ოფიციალური პირი ადგილზეა და ფხაკაძე ისევ უსტატუსოდ ქვეყნის ჩრდილივანი მთავარი მრჩეველია!", - წერს ფხაკაძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა