თეგებით ძიება

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ შხაპი ძილის წინ

დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურად 5-10 წუთი დავუთმოთ ცხელი შხაპის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია დილა შხაპის გარეშე, სხვები ღამით ამჯობინებენ ამ თერაპიულ პროცედურას...

და მართალია შხაპის მიღების დრო დამოკიდებულია თქვენს პირად პრეფერენციებზე, მაინც არსებობს განსხვავება, რომელიც უმჯობესია, რომ იცოდეთ.

1. უფრო სწრაფად დაიძინებთ
საღამოს შხაპი ამშვიდებს როგორც სხეულს, ასევე გონებას. და თუ დაძინებამდე 90 წუთით ადრე მიიღებთ ცხელ შხაპს, მაშინ 10 წუთით უფრო სწრაფად დაგეძინებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ამის მიზეზი ისაა, რომ რომ თბილი წყალი ამცირებს თქვენი სხეულის ტემპერატურას, რაც თავის მხრივ ტვინთან აგზავნის სიგნალებს, რომ ახლა ძილის დროა...

2. გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა
ასევე, ძილის წინ შხაპი დაგეხმარებათ აკნეს თავიდან აცილებაში. ჩვენი კანი და თმა ბაქტერიებსა თუ ჭუჭს მთელი დღის განმავლობაში აგროვებს, რომელიც მოგვიანებით ბალიშის ზედაპირზე ხვდება. ბაქტერიებთან ხშირი კონტაქტი კი, გამონაყარის მთავარი მიზეზია. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ ძილის დროს კანის აღდგენის პროცესები მიმდინარეობს. სუფთა კანით დაძინება ნიშნავს, რომ თქვენი კანის ახალი უჯრედები უფრო ჯანმრთელი იქნება.

3. ასევე, აჯანსაღებს თმას
თუ თმას საღამოს დაიბანთ, მეტი დრო გექნებათ, რომ იგი ბუნებრივად გაშრეს. ეს, თავის მხრივ, დაგეხმარებათ თმას ჯანმრთელობის და ბზინვარების შენარჩუნებაში. დაიმახსოვრეთ, დილაობით თმის საშრობის გამოყენება ასუსტებს და აშრობს თმებს.

4. დაგავიწყებთ ჭარბ ოფლიანობას
მიუხედავად იმისა, რომ დილის შხაპი გამოფხიზლების შესანიშნავი საშუალებაა, ღამით შხაპი ნამდვილად დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის თავიდან აცილებაში. ძილის წინ გრილი შხაპის მიღება ამცირებს სხეულის ტემპერატურას და შესაბამისად, ამცირებს ოფლის ჯირკვლების მუშაობას...

5. თავიდან აგაცილებთ კუნთების ტკივილს
თუ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, კუნთების ტკივილი გაწუხებთ, თბილი შხაპის მიღება დაგეხმარებათ უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლებაში. ცხელი წყალი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. სწორედ ამიტომ, დილით თქვენი კუნთები უფრო დასვენებული იქნება. შესაბამისად, უსიამოვნო ტკივილიც უკვალოდ გაქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა