თეგებით ძიება

5 მეცნიერული მიზეზი, რატომ ბერდებიან ქალები უფრო ადრე, ვიდრე მამაკაცები

ცნობილია, რომ ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. ეს ერთი შეხედვით ქალბატონებისთვის სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამ სტატისტიკის მიუხედავად, ქალები უფრო სწრაფად ბერდებიან, ვიდრე კაცები. სინამდვილეში, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქალბატონებს ამის უამრავი მიზეზი აქვთ - ორსულობიდან დაწყებული, მენოპაუზით დასრულებული...

1. ქალები უფრო მეტად განიცდიან სტრესს, ვიდრე კაცები

ექიმ ჯუდიტ მოჰრინგის თქმით, ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ფსიქიური აშლილობისკენ, განსაკუთრებით კი, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გარდა ამისა, ჰორმონალური განსხვავება ყველაფერს ხსნის - ჰორმონალური ცვლილებები ასოცირდება დეპრესიასთან. უფრო მეტიც, სეზონური დრეპრესიაც კი, ქალებზე უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე მამაკაცებზე. ყველამ ვიცით, რომ მუდმივი სტრესი ადრეული დაბერების წინაპირობაა.

2. მშობიარობა მნიშვნელოვანი, თუმცა სტრესული გამოცდილებაა

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევით დასტურდება, რომ ის ქალები, ვინც ორსულობა და მშობიარობა გამოსცადა, უფრო ადრე ბერდებიან, ვიდრე ქალები, რომლებსაც ეს გამოცდილება არ აქვთ. საქმე იმაშია, რომ იმ ქალებს, რომლებსაც შვილი შეეძინათ, უფრო მოკლე ტელომერები აქვთ. ესაა ქრომოსომების დაბოლოები, რომელებიც დნმ-ის ჯაჭვს იცავენ. რაც უფრო მოკლეა თქვენი ტელომერები, მით უფრო მეტად გეტყობათ ასაკი. გარდა ამისა, ორსულობის დროს სხეულიცა და გონებაც სტრესს განიცდის, რაც ასევე აჩქარებს დაბერების პროცესს.

3. მამაკაცის კანი უფრო სქელია

დერმატოლოგების აზრით, მამაკაცის კანი 25% სქელია, ვიდრე ქალის კანი. პროცენტი შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ ზოგადი მაჩვენებელი იგივე რჩება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სახეზე ნაოჭები ნაკლებია, ისინი უფრო ღრმაა, ვიდრე ქალის კანზე.

4. ტესტოსტერონის დონე განსხვავებულია

ესტროგენი პასუხისმგებელია ქალის ახალგაზრდულ სახეზე, ხოლო ტესტოსტერონი მამაკაცებისაზე. ტესტოსტერონის მაღალი დონე ანელებს დაბერებას. მიუხედავად იმისა, რომ ესტროგენი მოქმედებს როგორც დაბერების საწინააღმდეგო ჰორმონი, მისი გამოყოფა უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ტესტოსტერონის. ამიტომ ქალები უფრო ადრე ნაოჭდებიან.

5. მენოპაუზას თავისი შედეგები აქვს

მენოპაუზის დროს, ჰორმონების დაკარგვა აჩქარებს დაბერების პროცესს. როდესაც ქალები მენოპაუზის პერიოდს გადიან, მათი სხეულები ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს კი, კანის ელასტიურობის დაკარგვას იწვევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა