მოგების 1% და „ლემონსის“ წილის 2% საჩუქრად - კომპანია, რომელიც თანამშრომლებს პარტნიორებად აქცევს
კომპანია „ლემონსმა“ , რომელიც ვებ და მარკეტინგულ ბიზნესინდუსტრიაში საქმიანობს, თავისი ისტორიის პირველი 10-წლიანი, მრავალფეროვანი და წარმატებებით აღსავსე გვერდი გადაფურცლა.
როგორც ყველაზე კრეატიულ და არაორდინარულ კომპანიას შეეფერება, „ლემონსმა“ 10 წლის იუბილე კახეთში, საზეიმო ვითარებაში, სიურპრიზებითა და მეგობრულ გარემოში აღნიშნა. კომპანიის თანამშრომელს ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „შატო ართვაინი“ მასპინძლობდა. კოვიდრეგულაციების გამო, “ლემონსის“ საიუბილეო ღონისძიებაზე, სამწუხაროდ, კომპანიის 37 თანამშრომლიდან მხოლოდ 25-მა შეძლო დასწრება.
მრგვალი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბევრ გულწრფელ ემოციასთან, სიცილთან და მხიარულებასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეჯამდა „ლემონსის“ განვლილი წლები, თავისი სირთულეებით, გადალახული დაბრკოლებებით, წარმატებებითა და გამარჯვებებით, რომელიც კომპანიას თითოეული წევრის თავდაუზოგავმა შრომამ და უკეთესი მომავლის რწმენამ მოუტანა.
პრეზენტაციაზე ყველაზე სტაჟიანმა თანამშრომლებმა „ლემონსის“ შექმნა-განვითარების ისტორიასთან ერთად, თავიანთ პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არა „ლემონსი“, ისინი არ იქნებოდნენ ისეთები, როგორიც დღეს არიან. გაიხსენეს „ლემონსში“ საწყისი ნაბიჯები და პირველი შექებაც, რაც მათ მომავალ საქმიანობაში გარდამტეხ ფაქტორად იქცა.
“არასოდეს დამავიწყდება პირველი შექება და წახალისება, როდესაც ერთ-ერთი კომპანია დავითანხმე ჩვენთან ფასდაკლებების განთავსებაზე. გახარებულმა ირამ (მელიმონაძე) მომწერა, რომ თვეებია ამ კომპანიას "ეჩალიჩებიან" და არ აძლევდა ფასდაკლებებს. ალბათ, მაშინ დავიჯერე, რომ ყველაფერი შემიძლია, დავიჯერე და უკვე მე-9 წელია ამის მჯერა“, - აღნიშნა ამირან ღავთაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე „ლემონს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ირა მელიმონაძემ თითოეულ თანამშრომელს, ყოფილს და მოქმედს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ლემონსი“ სწორედ მათზე დგას. ამასთან, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, გუნდურობისა და ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობების გაზიარების მნიშვნელობას, რადგან, მისი განმარტებით, ერთიანი ძალისხმევით 10 ადამიანი შეიძლება გახდეს 100, 100 კი მილიონი - ეს კი არის უსაზღვრო შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერ წამოწყებას გამარჯვებით დაასრულებს.
შეხვედრას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. „ლემონსმა“ თანამშრომლები მოულოდნელი საჩუქრებით დააჯილდოვა:
• სოფო სოხაძეს სასტუმრო „სევსამორაში“ ორდღიანი, 2-კაციანი საგზური გადაეცა;
• ანანო ცხომარიას „ლემონსის“ ხარჯზე ზაფხულში 1 კვირა ნებისმიერ სასტუმროში დასვენება შეეძლება;
• რიტა მეგრელიშვილს და თეონა ტუღუშს სამუშაო კვირა შეუმცირდებათ და 2022 წლის განმავლობაში 6 ნაცვლად, მხოლოდ 5 დღე იმუშავებენ;
• 4 თანამშრომელი 250-250 ლარით დასაჩუქრდა;
• სოფო გათენაშვილს მისთვის სასურველი სასწავლო კურსი დაუფინანსდება, ხოლო კომპანიის კიდევ 6 თანამშრომელს - ტური ერევანში;
• გაყიდვების მენეჯერებს 2022 წლის დეკემბერში, „ლემონსის“ მოგების 1% გადაეცემათ;
• რაც შეეხება ტოპ მენეჯერებს, ისინი კომპანიის 2%-იანი წილის მფლობელები ხდებიან.
„ლემონსის“ საიუბილეო ღონისძიებაზე დასახელდნენ წლის სახალისო ნომინაციებში გამარჯვებულებიც:
ამირან ღავთაძე - მისტერ კომპეტენტური; ანა ბარათაშვილი - შეიძლება რაღაც გკითხო?; ანანო ცხომარია - წლის დაბრუნება; ავთო კეშელავა - ctr v; ლევან ცანავა - მისტერ როხროხა; დაჩი პავლიაშვილი - მისტერ კასპი; ელდარ თურმანიძე -X მენი; ანა ინწკირველი - ყვავილების დედოფალი; ირა მელიმონაძე - მის ქოუჩი; კონსტანტინე ფათრეკაშვილი - სპაიდერაიტი; ლაშა ლამპარაძე - მისტერ წკეპლა; ლელა ბოქოლიშვილი - ვაჟა „ზაზაევიჩი“; ლიზი ბიწაძე - მისის უჩინ მაჩინი; მარი მაჭარაშვილი - ანტი მმმ; შოთა ტეფნაძე - არშემდგარი დოქტორი; მიხეილ ხაჭაპურიძე - იუმორინა 1984; ნიკა ნადირაძე - მისტერ ვალენტინი; პაატა თურმანიძე - მისტერ გენაცვალე; რიტა მეგრელიშვილი - მერი პოპინსი; გიორგი სანოძე - მისტერ კაზანოვა; სოფო შარტავა - მისის კომენდანტი; სოფიკო სოხაძე - ზალიკოზე უფრო ზალიკო; სოფო გათენაშვილი - მისის პრანჭია; სალომე ტეფნაძე - წლის ქაქანა; თამარ ვაშაკიძე - მისის დეპარტამენტი; თეონა ტუღუში - გულივერი; თიკო ბიბილაშვილი - პეპელა; თინათინ ებანოიძე - მის ლავ სთორი; სოფო წიკლაური - ქენდი ქრაში; ხატია წულაია - მისის სიტყვა და საქმე.
საღამო საზეიმო ვითარებაში გაგრძელდა, დაიჭრა საიუბილეო ტორტი, ითქვა ლამაზი სადღეგრძელოები და ბევრი კეთილი სურვილი... იყო მხიარულება, მუსაიფი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი წუთები, რომლის შექმნა შეძლო „ლემონსმა“, როგორც ერთმა დიდმა გუნდმა და ოჯახმა.
ორდღიანი დასვენება-გართობის შემდეგ, ლემონსელები თავიანთ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ...
“ისეთი ბედნიერი იყო ეს ორი დღე ჩემთვის, ემოციებისგან ვერ ვიცლები... ჩემებს აღფრთოვანებული ვუყვები იქაურ ამბებს ” - თიკო ებანოიძე.
„ძალიან მაგარი იყო! ახლაც ვტკბები ფოტოების ყურებით!“ - სოფო სოხაძე.
„ყველაფერი, ყველაფერი მართლა ძალიან კარგი იყო!“ - სოფია წიკლაური.
„შარშან, ჩაკეტილები ვიყავით და კორპორატიული ოფისში გვქონდა. ქალაქგარეთ გასვლა განსხვავებული და კარგი იყო ნამდვილად!“ - თეონა ტუღუში.
"ზოგი რომ ბანქოს თამაშობდა, ზოგი ნარდს და ზოგიც ჭადრაკს, რაღაც ძალიან მყუდრო გარემო იყო, თან ბუხარიც გიზგიზებდა და აი, ეგ მომენტი დამამახსოვრდება ალბათ, სულ. ნამდვილად ღირდა კახეთში გასვლა, გაგიცანით ყველა!" - ანა ბარათაშვილი.
„გარემო შესანიშნავი იყო, მომსახურე პერსონალი კარგი, გემრიელი საჭმელი. მშვენივრად დავისვენე“ - თამუნა ვაშაკიძე.
"ისეთი კმაყოფილი ვარ, მეგონა, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი... ძალიან გამიხარდა, რომ გაგიცანით " - ლაშა ლამპარაძე.
"იდეალური, არაჩვეულებრივი დრო გავატარე და წამოსვლა არ მინდოდა. ვგიჟდები ჩემს ყველა თანამშრომელზე და თბილისში დაბრუნების მერე, გამიჭირდა მათ გარეშე" - ანანო ცხომარია.
"საუკეთესო დღე იყო და თავიანთი ერთობით ყველაფერი მაჩუქეს, რაც შეეძლოთ" - ირა მელიმონაძე.