თეგებით ძიება

“როგორი ნაწამები უნდა იყვნენ მძევლობაში მყოფი ქართველები რომ მათთან შეხვედრა აკრძალეს ოკუპანტებმა?” – ეკა ხერხეულიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე, საქართველოს მთავრობას მიმართავს:

“საქართველოს მთავრობა

ერთი თვე სრულდება მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა გაიტაცეს 5 ჩვენი თანამოქალაქე.

გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წითელი ჯვრის მისიას უარი უთხრეს უკანონოდ დატყვევებული ადამიანების მონახულებაზე.

წარმოგიდგენიათ როგორი ნაწამები უნდა იყვნენ მძევლობაში მყოფი ქართველები რომ მათთან შეხვედრა აკრძალეს ოკუპანტებმა?

ბრჭყვიალა ქუჩები გააყუჩებს ათასობით მშიერი ადამიანის გაუსაძლის ყოფას და გატაცებული სამხედროების წამებით მიყენებულ ტკივილს?”, - წერს ხერხეულიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა