სვანეთისკენ მიმავალ გზაზე აკრძალვები დაწესდა
თოვის და ლიპყინულის გამო, სვანეთისკენ მიმავალ გზაზე აკრძალვები დაწესდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გადაადგილება შეეზღუდა 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებსაც. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.