თეგებით ძიება

"წავიდა ამ ქვეყნიდან თავის ოჯახზე, შვილებზე, პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი..." - რუსთაველის თეატრი ნიკა ქაცარიძეზე

რუსთაველის თეატრი მსახიობ ნიკა ქაცარიძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

"წავიდა ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა კაცი, თავის ოჯახზე, შვილებზე, თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, კეთილშობილი პიროვნება, მსახიობი ნიკოლოზ (ნიკა) ქაცარიძე.

ნიკა 2005 წლიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი იყო. კეთილი და უშუალო, ალალი და უბოროტო, ენერგიული, ხალისიანი და დაუზარელი - ასეთი იყო იგი და ასეთად დარჩება ჩვენს გულებში.

ნიკა ქაცარიძის პირველი სპექტაკლი რუთაველის თეატრის სცენაზე იყო „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“ (რობერტ სტურუას დადგმა). აქ ნიკამ დაცვის ბიჭი განასახიერა და მაშინვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მას შემდეგ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. მაყურებელს არასდროს დაავიწყდება მისი შეიხი სპექტაკლში „დაკანონებული უკანონობა“ (რეჟისორი - რობერტ სტურუა).

უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ნიკას და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახი" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა