თეგებით ძიება

"სახელმწიფო ფულს გიხდით რომ საქმე აკეთოთ და გააკეთეთ რა!….." - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს მიმართავს:

"2021 წლის 25 სექტემბერი! დავდე დეტალური ახსნა-განმარტება, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ვარგისიანობა არის 9 თვე!
ეს ჩემი საქმეა, რომ საზოგადოებას ავუხსნა ვაქცინების ვარგისიანობა?
ეს ჩემი საქმეა, ავუხსნა საზოგადოებას, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ეფექტურია და ჩინური ნაგავი - არაეფექტური?!
ეს ჩემი საქმეა, ავუხსნა საზოგადოებას, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაიზარდა 9 თვემდე?!
მე ვაკეთებ მაქსიმუმს, უანგაროდ, ერთი ადამიანი …
შეკითხვა არ გებადებათ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH თავისი მრავალმილიონიანი ბიუჯეტით და მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით რას აკეთებენ?! სახელმწიფო ფულს გიხდით რომ საქმე აკეთოთ და გააკეთეთ რა!…..
დავიღალე რა …..
#drpkhakadze Giorgi Pkhakadze @drpkhakadze
იხილეთ ჩემი 2021 წლის 25 სექტემბრის პოსტი!
"ფაიზერის" კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 9 თვე!
Pfizer - "ფაიზერის" ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.
პრაქტიკულად, "ფაიზერის" ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვე! შენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე)
ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.
დასკვნა: "ფაიზერის" ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 9 თვე!", - წერს ფხაკაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა