თეგებით ძიება

“მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს ზეადამიანური უნარი მოიზიდოს ინტერესი საქართველოს მიმართ!" - გიორგი არველაძე

ყოფილი მაღალჩინოსანი და "TV იმედის" ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე რომელიც დუბაიში იმყოფება, ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, დასავლეთის უყურადღებობის გამო იმედგაცრუებულია.

"ამ ურთულეს ვითარებაში (აქეთ ივანიშვილი, იქით პუტინი), მთელი საქართველოს ყურადღება და მოლოდინი მიყპრობილია დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის რეაქციებსა და ნაბიჯებზე. სასიცოცხლო მნიშვნელობით გვაინტერესებს რას იტყვიან, სად გვახსენებენ, სად გაგვიხსენებენ, მოგვხედავენ თუ არა.. და ა.შ.
ამ ინტერესს კი მოსდევს ტრაგიკული რეალიზაცია იმისა, რომ არსადაც არ გვახსენებენ და აღარც გვიხსენებენ… თითქოს აღარ ვარსებობთ.
შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ვხედავთ ამის გამო დასავლეთზე, ამერიკასა თუ მის რომელიმე პრეზიდენტზე განაწყენებულ ქართველებს.
მეგობრებო, ნუ ბრაზობთ.
უბრალოდ შეეშვით ამ ილუზიებს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველო მთლიანად ჩამოწერილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. და ამაში დამნაშავე არც დასავლეთია ზოგადად, არც ამერიკა და არც მისი რომელიმე კონკრეტული ადმინისტრაცია. საქართველო ჩამოწერა ქოცობამ და ქოციანობამ. ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა და ჩვენ ვერ (თუ არ) ვცვლით ამ კურსს.
თუ მოგენატრათ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ყურადღება, იცოდეთ, რომ ერთადერთი ძალა რასაც შეუძლია დააბრუნოს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში, ერთადერთი სტიქია, რასაც შეუძლია ისევ მნიშვნელოვნად აქციოს ეს ჩვენი, ყველას მიერ ფეხებზე დაკიდებული, ქვე-ყანა - არის მიხეილ საკაშვილი.
არც რომელიმე პარტია, არც რომელიმე პოლიტიკოსი, არც რაიმე მოვლენა თუ ჩვენი ეროვნული დამსახურება არ და ვერ შემოაბრუნებს საერთაშორისო ინტერესს საქართველოსკენ გარდა ამ ერთი ადამიანისა.
ასე იყო ადრეც, ასე არის ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს ზეადამიანური უნარი მოიზიდოს ინტერესი საქართველოს მიმართ და აქციოს იგი რაიმე მნიშვნელობის მქონედ, წერტილი. გინდ დამეთანხმეთ გინდ არა.
ქოცისტანი ყველას ყოველთვის ფეხებზე ეკიდება. მაგრამ ქოცისტანი რომც არ ვიყოთ, მაინც ირელევანტურობის უდაბნოში ვიხეტიალებთ უსასრულოდ სანამ ეს ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილი არ წაუძღვება ისევ ამ ქვეყანას.
მანამდე ნუ იბოღმებით დასავლეთზე და ნუ ბრაზობთ, რომ არ იმტვრევენ თავებს იმაზე ფიქრით, თუ როგორ გვიშველონ. მოეშვით ამ ილუზიებს და საკუთარი გამოგონილი მნიშვნელობით ბღენძვას. არანაირი მნიშვნელობა ჩვენ დღეს არ გაგვაჩნია, ჩვენ როგორც ერმა თავად ვიზრუნეთ ამაზე - ჯერ ქოცების არჩევით და მერე იმით, რომ თავზე დავისვით ეს ბაღლინჯო და ვეგუებით.
სულ რომ ყურებზე იარონ, არცერთ ქართველს მიხეილ სააკაშვილის გარდა, დღეს არ ძალუძს საქართველოს საერთაშორისო რუქაზე დაბრუნება", - წერს არველაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა