სახლში მომზადებული გლინტვეინი - საოცრად არომატული ცხელი სასმელი
ინგრედიენტები:
წითელი ღვინო
ფორთოხალი - 1 ც
მანდარინი - 1 ც
ლიმონი - 1 ც
ლაიმი - 1 ც
ანისის ვარსკვლავი
დარიჩინის ჩხირი
შაქარი - 200 გ
მომზადების წესები:
ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კანგაცლილი ხილი (რამდენიმე ნაჭერი, დანარჩენისგან წვენი გამოწურეთ). ასევე დაუმატეთ დარიჩინი, ანისის ვარსკვლავი და გაწურული ხილის წვენი. დაასხით 200 მლ ღვინო და ცოტა ხნით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ღვინო დაუმატეთ (300 მლ ან მეტი, თქვენი გემოვნებით). გააგრძელეთ ხარშვა, მაგრამ არ ადუღოთ დიდხანს, თორემ ალკოჰოლი მთლიანად აორთქლდება.
რეცეპტი შეფმზარეულ სოსო ხაინდრავას ეკუთვნის.
gemrielia.ge