ძალიან სასარგებლო ბოსტნეულის წვნიანი
გთავაზობთ სტაფილოსა და ჯანჯაფილის სუფ-პიურეს რეცეპტს, რომელიც არა მარტო გემრიელია, არამედ საოცრად სასარგებლოც. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ამდენი ვირუსული ინფექციაა გავრცელებული. ჯანჯაფილი ხომ თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი.
ინგრედიენტები:
სტაფილო - 0,5 კგ
ხახვი - 1 თავი
დაბალპროცენტიანი ნაღები - 1 ჭიქა
ზეთი - 2 ს/კ
კარაქი - 1 ს/კ
დაფქული ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ
ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 2 ჭიქა
მწვანილი (კამა, ოხრახუში...)
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ტაბულა
მომზადების წესი:
გაფცქვენით სტაფილი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ სტაფილო და ჯანჯაფილი, გააგძელეთ ცეცხლზე ხრაკვა. დაუმატეთ ბულიონი (ან წყალი) და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 25-30 წუთი (ჩანგლით შეამოწმეთ, მოიხარშა თუ არა სტაფილო).
მოხარშული სტაფილო დააბლენდერეთ პიურეს მასის მიღებამდე, დაუმატეთ ნაღები, მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ დაჭრილი მწვანილით.
gemrielia.ge