ტოლმა განსხვავებულად - ფარშს ხახვი შემოახვიეთ და შედეგს დაელოდეთ
ინგრედიენტები:
დიდი ხახვი - 2 ც
ფარში - 500 გ
ოხრახუში - 3 სკ (დაჭრილი)
კეტჩუპი - 1 ჩკ
ჩილი წიწაკა - 3 ც
სოკო ( შამპინიონი) - 150 გ
ყველი - 4 კუბიკი
ბეკონი
ბარბექიუს სოუსი ან კეტჩუპი - 150 გ
საფანელი - 3 სკ
მომზადების წესები:
ხახვს დააცალეთ დიდი ფენები. დანარჩენი დაჭერით და ფარშს შეურიეთ. ასევე ფარშს დაუმატეთ ოხრახუში, კეტჩუპი, 2 სკ ბარბექიუს სოუსი, დაჭრილი ჩილი წიწაკა, დაჭრილი სოკო. გააკეთეთ ხორცის ბურთები, შუაში ყველის კუბიკი ჩაუდეთ და დააგუნდავეთ. გუნდას გარშემო ხახვის ფენა შემოახვიეთ (2 ფენა ნახევარ-ნახევარს დაფარავს). გარშემო გრძლად და თხლად დაჭრილი ბეკონი შემოახვიეთ. გარედან ბარბექიუს სიუსი წაუსვით და გამოაცხვეთ გრილში 20 წუთით.
gemrielia.ge