საქართველოში "ომიკრონის" 1096 შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად "ომიკრონის" 1 096 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გასულ 24 საათში "ომიკრონის" შტამი კიდევ 87 პირს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.