"ომიკრონი" "დელტასთან" შედარებით 91%-ით ნაკლებად ფატალურია
კვლევებმა დაადასტურა, რომ "ომიკრონი" სავარაუდოდ 91 პროცენტით ნაკლებად ფატალურია "დელტასთან" შედარებით. ამის შესახებ New York Post წერს.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი ინფიცირებული ადამიანის სიკვდილის უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე "დელტა".
ომიკრონით ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაიღუპა, რაც 91 პროცენტით შემცირებას გულისხმობს.
ომიკრონით ინფიცირებული 70 000-ზე მეტი კალიფორნიელის კვლევით დადგინდა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებისას რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის საჭიროება 75 პროცენტით შემცირებული იყო, დელტასთან შედარებით.