კოვიდინფიცირებულებისათვის ახალი პორტალი ამოქმედდა
კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელეს.
COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობა აქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად შემდეგ პორტალზე დარეგისტრირდნენ - er.moh.gov.ge
მიღებული ინფორმაცია მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.