თეგებით ძიება
14. 01. 2022 COVID - 19

ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში აღარ გადავლენ - კოვიდიზოლაცია-კარანტინის ვადები იცვლება

იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება, ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან 17 იანვრიდან შევა.

კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაცია სრულდება სიმპტომების ალაგებიდან 24 საათის შემდეგ. გაბუნიას თქმით, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, უნდა შეინიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება. ამ შემთხვევაშიც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, გაბუნიას თქმით, იზოლაციის ვადები ამ შემთხვევაშიც მცირდება. მისი თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. ვაქცინის მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

ამასთან, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, ამ შემთხვევაში მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა