თეგებით ძიება
15. 01. 2022 COVID - 19

არსებობს მხოლოდ 2 რამ, რამაც შეიძლება ომიკრონისგან დაგვიცვას - ივანე ჩხაიძე

ექიმები ამბობენ, რომ "ომიკრონი" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია, რომელზეც ვაქცინაციის 2 დოზა ეფექტური არ არის.

"ომიკრონი" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ "ომიკრონისთვის" არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა - ერთი: თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე - თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც", - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "რუსთავი 2"-თან საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა