"ომიკრონის" გამო დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა" - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ.
"მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.
დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ", - წერს ბუწაშვილი.