აღმავალი ტალღა დაწყებულია - ამირან გამყრელიძე
„განსაკუთრებით მაღალია „ომიკრონის“ გავრცელება თბილისში, 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტივი არ გახლავთ. აღმავალი ტალღა, შემიძლია დავადასტურო, რომ დაწყებულია. მთელი დეკემბრის განმავლობაში სტაბილური გაუმჯობესებისკენ გვქონდა ტენდენცია, ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებლით. იანვრის დასაწყისიდან, დეკემბრის ბოლო დეკადიდან უკვე შეიმჩნევა გაუარესება.
დადასტურებულ შემთხვევათა 50%-ში „ომიკრონია“. განსაკუთრებით მაღალია მისი გავრცელება თბილისში - 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ. ტალღა რომ იქნება, ამაში ორი აზრი არ არის. უნდა ველოდოთ და დავიცვათ ყველა არსებული რეგულაცია, რათა ეს ტალღა შევაკავოთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.