"ომიკრონი" დასასრულის დასაწყისია? - რა განმარტებას აკეთებს გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე "ომოკრონთან" და პანდემიის დადასრულთან დაკავშირებულ მოლოდინებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"საინტერესოა ეს პროგნოზი \' - “ომიკრონი" დასასრულის დასაწყისია”. ყველაფერს დრო გვიჩვენებს…
"ომიკრონის" პირველი ტალღა საქართველოში დასრულდება თებერვლის ბოლოს და ომიკრონის მე-2 ტალღა, სავარაუდოდ დაიწყება ზაფხულში (ივნისი/ივლისი). სხვა ვარიანტებზე აქ არ ვსაუბრობ.
ტყუილი მოლოდინები (როგორი პოზიტიურიც არ უნდა იყოს ის) არის დამაზარალებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში “დღის გმირად გაგხდის”, ეს ძირითადად სუსტ ან დაბალრეიტინგიან პოლიტიკოსებს ახასიათებს.
შევხედოთ სიმართლეს თვალებში…
ისე, როცა საჯაროდ რამეს ვამბობთ, წყაროები/კვლევებიც რომ მივაყოლოთ, კარგი იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.