თეგებით ძიება
18. 01. 2022 COVID - 19

ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% ომიკრონია, თბილისში 65% - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადებითი შემთხვევებიდან ნახევარი "ომიკრონია".

"ჩვენი მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% არის ომიკრონი, ხოლო თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს და ინციდენტობა ყველაზე მაღალია, აქ ომიკრონის წილია 65%. რეგიონებში ეს წილი არის 30%-35%-ის ფარგლებში.

ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და შემდეგ გურია. ომიკრონის ცირკულაცია მნიშვნელოვანია, თბილისის შემდეგ ომიკრონით მეორე ადგილზე გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი", - ამბობს ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა