რა შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ბავშვი სკოლაში? - გიორგი ღოღობერიძის რჩევა მშობლებს
სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით, ექიმი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს რამდენიმე საჭირო რჩევას უზიარებს.
„თუ ბავშვებისთვის აქამდე კოვიდი უსაფრთხო იყო, ახლა კიდევ უფრო უსაფრთხო ინფექციად რჩება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს, მაინც საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა. თუ ბავშვს აღენიშნება სურდო, ყელის ტკივილი, დაღლილობა, სიცხეც რომ არ ჰქონდეს, სასურველია სახლში დარჩეს და მეცადინეობა ონლაინ გააგრძელოს. ბავშვები უფრო ატარებენ ნიღაბს და იცავენ წესებს, ვიდრე ზრდასრულები. კარგი იქნება, თუ მასწავლებლებმაც გაითვალისწინონ და კარგად დააკვირდნენ, არიან თუ არა ბავშვები დისტანცირებულები, აქვთ თუ არა ნიღაბი და არის თუ არა ოთახი ვენტილირებული“, - განაცხადა ღოღობერიძემ.