"გადაწყვეტილება მიღებულია..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს:
"გადაწყვეტილება მიღებულია, საფრანგეთი გადადის კოვიდ ვაქცინაციის სერტიფიკატზე! (ამაზე 2021 წლის ნოემბრიდან ვსაუბრობ)
ასევე, საფრანგეთი 7-დან 4 თვემდე ამცირებს ბუსტერის ვადას (ისე, საქართველომ აჯობა და ჩვენთან 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ, აიცრათ ბუსტერით)
საფრანგეთის მოსახლეობის 90% აცრილია და მათთვის დიდად არაფერი იცვლება. დანარჩენი 10% ვერ გამოიყენებს საზოგადოებრივ სივრცეებს (კაფე, სპორტული დარბაზები, მატარებლები და ასე შემდეგ)
თუ დააპირებთ საქართველოდან საფრანგეთში ჩამოსვლას გაითვალისწინეთ, რომ ფაიზერის 3 აცრა დაგჭირდებათ.
ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს ფხაკაძეფეისბუქზე.