კარტოფილის ბურთები ყველის შიგთავსით
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 500 გ (9-10 პატარა ზომის)
კვერცხი - 1 ც
ძეხვი ან ლორი - 150 გ
ნიორი - 3 კბილი
ფქვილი - 2 სკ
ყველი - 100 გ
მარილი - 0.5 სკ
შავი პილპილი - გემოვნებით
შესაწვავად:
საფანელი - სკ
კვერცხი - 1 ც
ზეთი - 400 გ
მომზადების წესები:
მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და ჩაზილეთ, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ძეხვი ან ლორი. კარგად ამოურიეთ. შემდეგ შეურიეთ ფქვილი და კვლავ ამოურიეთ.
მიღებული მასის ერთი კოვზი დაიტანეთ ხელზე, შუაში მოათავსეთ ერთი პატარა ნაჭერი ყველი, შეკარით გუნდა. ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შედეგ - საფანელში და შეწვით ზეთში. მოყავისფრო ფერს რომ მიიღებს, მზად არის.
gemrielia.ge